19:06 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 10:56:31, 1656 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოების ნაწილი მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს

არასამთავრობო დარგობრივი ორგანიზაციების ნაწილი მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს.

ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო მეტად გაუმჯობესებაში.

„დადებითად ვაფასებთ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს, რომლის შედეგად რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. აღნიშნული ცვლილებების დაწყება და სწორი განხორციელება ხელს შეუწყობს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვასა და მთავრობის ეფექტურობის გაზრდას.

ვფიქრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული პოზიტიური სისტემური  რეფორმები, რომლებმაც შეუქცევადი გახადა მუდმივი რეფორმირებისა და განახლების პროცესი და შექმნა  საქმიანი საზოგადოებისათვის სერვისების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის წინაპირობები.

პროექტით გათვალისწინებული ეკონომიკური კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა კი, ჩვენი აზრით, უფრო მეტად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტურად და მოკლე ვადებში იმპლემენტაციას.

ამასთან, გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ბატონ მამუკა ბახტაძეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს  ცვლილებები გძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო მეტად გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 განცხადებას ხელს აწერენ: დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს ბანკების ასოციაცია; საქართველოს მიკრო საფინანსო  ასოციაცია; მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია; ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია; საქართვლოს ფერმერთა ასოციაცია; მწარმოებელთა ფედერაცია; ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია; საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია; მეცხვარეთა ასოციაცია; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია ; საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics