23:34 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 09:04:32, 2087 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსების კანდიდატურებს მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების  და გამგებელების კანდიდატურებს მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს.

ამის შესახებ მერმა  Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

„დღეს უკვე ვიმყოფები თბილისის მერიაში. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. დღეს წარვადგინე მერის მოადგილეობის კანდიდატები - ადამიანები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში, მუშაობას ჩემთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. თქვენ იცით, რომ ქალაქთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები  და პროექტები გვაქვს.  ყოველთვის ვამბობდი, რომ საჭიროა ამისთვის ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი და რაც მთავარია, პატიოსნებაა.მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებ წარვადგინო  საქალაქო სამსახურის უფროსების და გამგებლების კანდიდატები.

საკრებულოში დამტკიცების შემდგომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მუშაობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მან მოსახლეობას თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics