17:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 13:48:24, 2161 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული მ.მ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე, მ.მ-მ ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით დ.ჭ.-ს დანით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მ.მ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანას დაზარალებულმა და შემთხვევის ადგილას მყოფმა პირებმა შეუშალეს ხელი და არ მისცეს საშუალება დ.ჭ.-სთვის კიდევ მიეყენებინა დაზიანებები, რის  შემდეგ იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა მ.მ. 2017 წლის 28 იანვარს წალენჯიხის რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics