21:28 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 13:28:03, 2240 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა

"საქართველოს ბანკმა" განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს- „საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება“, მიღების თაობაზე.

ხსენებულ კატეგორიაში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ბანკებს ცნობილი საერთაშორისო ჟურნალი Global Finance-ი უკვე მესამედ ავლენს.

„ხსენებული ჯილდოს მიღება ადასტურებს მომსახურების იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით კლიენტებს სთავაზობს. პირადი ბანკირის მომსახურებასთან და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, საქართველოს ბანკი, თავისი შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart Securities-ის საშუალებით, კლიენტებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ინვესტირების საშუალებას აძლევს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. 

საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულება სადღეისოდ 1,818 მლნ ლარის მოცულობის აქტივებს მართავს და ემსახურება შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს, 60-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics