10:48 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 09:26:36, 2858 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერობის არჩევნების მეორე ტურში ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

ამ დროისთვის ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში არსებული 317-ვე უბნის შედეგები დათვლილია.

თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობდა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენში მისი გვარი მაინც ფიგურირებდა, ხმათა 12,45% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ კი - 87,55%.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა ხმათა 31,35% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა - 68,65%. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ათივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები დათვლილია.

ასევე, ყველა, 52-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია ხაშურის საარჩევნო ოლქში. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.

ბორჯომში 30-ვე საარჩევნო მონაცემების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ხმათა 44,78% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ - 55,22%.

რაც შეეხება მარტვილს, დათლილია 39-ივე საარჩევნო უბანი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ კი - 93,04%

ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, 62-ვე უბნის წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმათა 49,89%-ს მოაგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 50,11%-ს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics