12:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-11 09:56:41, 1774 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ჩვენი მთავრობის დიდი წარმატება

მივესალმები იმ ძალიან პოზიტიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ და რომელიც ეხება განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება მთავრობის და იმ რეფორმების, რომლებიც განხორციელდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. 

„გასული წელი ნამდვილად იყო განსაკუთრებული თავისი შედეგებით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასევე, ჩვენ გავწევრიანდით ენერგეტიკულ გაერთიანებაში, გავაფორმეთ შეთანხმება ევროპოლთან და ჩავერთეთ აქტიურად ისეთ პროგრამებში, რომელიც ხელს უწყობს მეტ თანამშრომლობას განათლების სფეროში, კულტურის სფეროში, ინოვაციების სფეროში. წელს ჩვენს მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეტანათ ახალი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირი გახდა და არის ჩვენი მთავარი, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენი სექტორალური რეფორმები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული და განხორციელებული რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას და რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ასევე პრიორიტეტებთან და ხედვასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს შორის ხაზგასმულია ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა მინისტრმა. 

გარდა ამისა, მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ჰანის განცხადებებს მიესალმა, რომლებიც ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.

მისივე თქმით, მსგავსი სახის პოზიტიური ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ. „

ეს ხაზს უსვამს ასევე ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ საქართველო არის წარმატებული მაგალითი ევროკავშირისთვის. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ასეთ შეფასებებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ. საქართველო ნამდვილად კარგ ფორმაში ხვდება სამიტს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამიტი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის და, ზოგადად, პარტნიორობისთვის და რომ საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება იქნება მტკიცე და ურყევი და ეს გამოხატული იქნება როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ და პოლიტიკურ დახმარებაში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. .




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics