12:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 18:39:37, 824 ნახვა

პრემიერი: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი

პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც პრემერმა აღნიშნა, გუნდი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

"12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო ოლქში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები, რიგ ოპონენტებს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება, თითქოს სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველმა ნათლად დაინახა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების მიმართ.
პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების მეორე ტურში, ექვსივე ოლქში ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი: ქუთაისში - გიორგი ჭიღვარია, ყაზბეგში - ალექსანდრე ზაგაშვილი, ხაშურში - გიორგი გურასპაშვილი, ბორჯომში - ლევან ლიპარტია, ოზურგეთში - ბეგლარ სიორიძე, მარტვილში - ალექსანდრე გრიგალავა. და ჩვენ მათ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ", - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics