08:47 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:18:56, 1812 ნახვა

ეკონომიკა
ევროკომისია ტურიზმისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღნიშნავს

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, დადებითადაა შეფასებული, რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში აქცენტი კეთდება რამდენიმე სფეროზე, სადაც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ანგარიშში ტურიზმის მიმართულებით ხაზგასმულია, რომ ის  ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს წარმოადგენს, 2017 წელს კი მთლიან შიდა პროდუქტში  მისი წილი 7%-ს მიაღწევს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ 2017 კიდევ ერთი წელი იქნება საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული რაოდენობის დაფიქსირების კუთხით. ანგარიშის თანახმად, სექტორის სწრაფი ზრდის შესანარჩუნებლად ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებშიც საერთაშორისო მედიაა ჩართული, ასევე ინვესტიციები ხორციელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურაში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი სფერო, რომელიც ანგარიშში დადებითადაა შეფასებული,  ინტელექტუალური საკუთრების უფლებებია. კერძოდ, აღნიშნულია ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა DCFTA-ით განსაზღვრულ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ასევე ის, რომ 2016 წლის ბოლოს საქართველომ და ევროკავშირმა განაახლეს DCFTA-ში შემავალი გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალი, რომლითაც უკვე არსებული 18 ღვინის გეოგრაფიულ აღნიშვნას  ყველის 12 სახეობა და ერთი სპირტიანი სასმელი დაემატა.

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics