17:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:15:10, 1860 ნახვა

ეკონომიკა
ევროკომისიის ანგარიშში ციფრული ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს პროგრესია აღნიშნული

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის სამუშაო, რომელსაც საქართველო ასრულებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მიმართულება, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ანგარიშში ნათქვამია,  რომ ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კუთხით საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის განხორციელებას  - ეკონომიკური და ბიზნესშესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, აღნიშნულია, რომ 2017 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ", რომელიც შეესაბამება ელექტრონული იდენტიფიკაციის და სანდო მომსახურებათა შესახებ (eIDAS) ევროკავშირის რეგულაციას.

"ევროკომისიის ანგარიშში საუბარი ასევე შეეხება კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში მიღწეულ პროგრესს, აღნიშნულია, რომ 2016 წლის აპრილის თვეში საქართველო გახდა ევროპული პროგრამის „ჰორიზონი 2020"-ის ასოცირებული წევრი. ასოცირებული წევრის სტატუსი შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ხელი მიუწვდებოდეს პროგრამის ხელშეწყობის მექანიზმებზე, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეფასებას და ორმხრივი სწავლების დავალებებს",-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics