04:21 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:16:11, 1884 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად შეფასდა

ევროკომისიამ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს  საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც  2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

 დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი.

 როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება.

„მნიშვნელოვანი ეტაპია 2017 წლის 28 მარტს, შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტის განხორციელებისთვის მიღებული უვიზო რეჟიმი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ წარმართული დიალოგი წარმატებული ფართო-მასშტაბიანი რეფორმების შემდგომი წარმოების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა“- აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში.

ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  აპარატი ავრცელებს. 

(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics