09:38 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:08:55, 1626 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს ეხმაურება

პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სფეროშიმიგრაციის ეფექტიანი მართვა; ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის რეგულაციებთან; წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და სტაბილურად მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში - იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ასე აფასებს ევროკომისია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ  ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიისა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების გზაზე.

„საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა, დადებითადაა შეფასებული ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მიაღწია; მათ შორის, ის რეფორმები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, უვიზო მიმოსვლის დიალოგის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები.

ანგარიშში აღნიშნულია ევროკავშირის სამართლებრივ რეგულაციებსა და სტანდარტებთან დაახლოების პროცესში წინსვლის შესახებ,  საუბარია საქართველოს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან.

ვენეციის კომისიის კვალდაკვალ, ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს  საკონსტიტუციო რეფორმას. ხაზგასმით არის გამოყოფილი ისეთი მიღწევები, როგორიცაა: მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დასრულება; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია;არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება; პროკურატურის სტრატეგიისეთიკის კოდექსისა და შეფასების სისტემის შემოღებამიგრაციის მართვის სფეროში განხორციელებული სიახლეები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში საქართველოს წარმატებას და სტაბილურად მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში; კმაყოფილებით არის აღნიშნული, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს“,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics