18:39 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:12:02, 1692 ნახვა

საზოგადოება
2014–2017 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით 10 ახალი პროგრამა ამოქმედდა

დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერის  წინასაარჩევნო დაპირებები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 100%–ით შესრულდა. 

მისი თქმით, აღნიშნული სამსახური,  ყოველწლიურად, ადმინისტრირებას უწევდა 29–31 პროგრამას. 2014–2017 წლებში კი 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი  გაორმაგდა. 

"აშენდა და 2016 წლიდან სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირებს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. ორხევში კი  სოციალური საცხოვრისი გაიხსნა, რომელიც 75 ოჯახზეა (300–მდე პირი) გათვლილი.

დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, „კომუნალური სუბსიდირების პროგრამის“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კომუნალური დახმარება გაორმაგდა და 500 ლარი გახდა, რაც ზამთრის პერიოდზე (5 თვეზე) ნაწილდება და აბონენტის ნომერზე ირიცხება.

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა შეიძინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 19 ახალი მანქანა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს",-ნათქვამია ანგარიშში.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics