23:49 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 12:32:30, 1964 ნახვა

სამართალი
აზერბაიჯანმა საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ Sputnik.az იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად.

ძებნილების შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა განთავსებული. ესენია: 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის ზაურ გივიაშვილი, ასევე 43 წლის რაამაზ ლეშკაშვილი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი და 35 წლის ემილ გაჯიევი.

„Sputnik აზერბაიჯანის" ინფორმაციით, აგვისტოში ხაზარის რაიონის სოფელ ბუზოვნაში ოთხი უცნობი პირი 1956 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრების, ირადა ალიევას სახლში შეიჭრა. ბოროტმოქმედებმა ალიევას დიასახლისი ქამრით გაკოჭეს. შემდეგ მათ იპოვეს სეიფი, საიდანაც 75 ათასი მანათი, 11 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი მანათის ღირებულების ოქროულობა წაიღეს.

მოგვიანებით პოლიციამ ერთ-ერთ ბრალდებული დააკავა. ეს აზერბაიჯანის მოქალაქე ელვინ პირიევია. დანარჩენი ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან.

გარდა ამისა, აზერბაიაჯანული მედია წერს, რომ ქალბატონი, რომლის სახლიც დააყაჩაღეს, ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერის მეუღლეა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics