02:54 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 12:28:11, 2240 ნახვა

ეკონომიკა
ფოთის პორტის მაგალითზე, საქართველოს საშიშროება გაუჩნდა, რომ ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს

2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფოთის პორტი გაყიდა და არაბულ კომპანია ,,რაკიას“ მიჰყიდა. იმის გამო, რომ ,,რაკიამ“ ვერ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულებები, ფოთის პორტი გაყიდეს და მიჰყიდეს „APM ტერმინალს“, რომელმაც, აიღო ვალდებულებები, რომ ფოთის პორტს გააფართოვებდა და გადააქცევდა ევროპის ერთ-ერთ წამყვან პორტად.გარიგება, რომელიც მოხდა ფოთის პორტთან დაკავშირებით, იწვევს სერიოზულ ეჭვებს და სააკაშვილისა და მისი გუნდის კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ იგი გაიყიდა 130 მილიონ აშშ დოლარად, მაშინ, როცა, ის შეფასებული იყო მინიმუმ 500 მილიონ აშშ დოლარად.

საინტერესოა, რატომ არ ინტერესდება საქართველოს პროკურატურა ამ  თემით?! რატომ არის შემცირებული პორტის თვითღირებულება 370 მილიონი დოლარით?! ფოთის პორტის გაყიდვას რომ საქართველოსთვის რაიმე სიკეთე მოეტანა, ადამიანები დაიჯერებდნენ, რომ ღირდა ეს ოპერაცია...

აღსანიშნავია ისიც, რომ ტვირთბრუნვა, რომელიც, 6 მილიონი იყო,  3 მილიონზე ჩამოვიდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ, შტორმის დროს, პორტი, ფაქტიურად, გამოუსადეგარი ხდება და არ მუშაობს. ტვირთბრუნვა შემცირებულია 50%-ით საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში ჯამურმა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. თუ 2014 წელს იგი იყო 21,3 მილიონი ტონა, დღეს, ტვირთების რაოდენობა 12,1მილიონია. მისი დახურვის კოეფიციენტი თუ 2012 წელს იყო 14 %, წელს უკვე 38,5 %-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ 40 %-ით ფოთის პორტი დახურულია საერთაშორისო სტანდარტით.

დღეისათვის, ფოთის პორტის სიღრმე 8, 4 მეტრია, მაშინ, როდესაც, ისტორიულად მისი სიღრმე 11 მეტრი იყო. სწორედ „APM ტერმინალის“ ოპერირების პირობებში, ფოთის პორტი მსოფლიოში ათი ყველაზე ძვირი პორტის სიაში შევიდა. მაგალითად, თუ ფოთში 440 აშშ $ ღირს გემიდან-ხმელეთზე კონტეინერის გადმოტანა, ოდესის პორტში, იგივე მომსახურება, ერთ კონტეინერზე  186 აშშ $-ია. პორტი სისტემატიურად კარგავს ტვირთს, მისით უკმაყოფილოები არიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა აზოტის ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ფეროშენადნობთა ქარხანა და მადნეულის გადამამუშავებელი ქარხანა. მათი ტარიფები 3-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, საქართველოს გაუჩნდა საშიშროება, რომ ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს.

წლების განმავლობაში არ ხდება ფოთის პორტში ინვესტირება, შესაბამისად, არ არის ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც, მას გაზრდიდა თანამედროვე ევროპულ პორტად და საქართველოს მიანიჭებდა ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას. საკითხავია, ეს ხელოვნურად ხომ არ ხდება ფოთის პორტის ,,APM ტერმინალის“ მხრიდან და და რატომ არის, რომ მუდმივად ამ პრობლემის გამო ზიანდება საქართველოს რკინიგზა?!

საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ მიმართა ,,APM ტერმინალს“, რომ მას შეესრულებინა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, თუმცა, გამომდინარე ამ კაბალური კონტრაქტისა, რომელიც, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დადო ,,APM ტერმინალთან“, საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ობიექტზე, დღემდე, არანაირი გავლენის ბერკეტი არ გააჩნია.

 

(იხილეთ სქემა)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics