10:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 18:31:10, 2067 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ნარკოტიკული საშუალება ‘’ბუპრენორფინის’’ შემცველ აბებსა და ნატეხებს, პირადად, სხეულში ინახავდა.

"2017 წლის 25 აპრილს, სამართალდამცველებმა 18 აბი ნარკოტიკული საშუალება, ნატეხებთან ერთად ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებულმა, თავი არ სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ღია სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის, პირადი ჩხრეკის, დაკავების და ამოღების ოქმებისა და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად,  სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.  ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე თავდასხმას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ,,ჰეზბოლას“ წევრია
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics