00:15 - 22 Jan, 2018
2017-11-09 18:18:07, 489 ნახვა
რომის პაპმა ვატიკანში თამბაქოს გაყიდვა აკრძალა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის ტერიტორიაზე თამბაქოს გაყიდვა აკრძალა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

"პაპმა ფრანცისკემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვატიკანში 2018 წლიდან, თავისმა თანამშრომლებმა სიგარეტი აღარ გაყიდონ. მიზეზი მარტივია - წმინდა ტახტი მხარს ვერ დაუჭერს იმ ქმედებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სიგარეტის მოწევის გამო ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიო მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მედიის საშუალების ინფორმაციით, ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციასთან მხოლოდ ერთი მაღაზია ფუნქციონირებს და ამ დრომდე მაღაზიაში თამბაქოს შეძენაა შესაძლებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს ყიდულობენ ვატიკანის თანამშრომლები და პენსიონერები დაბალ ფასად და ეს არის წმინდა ტახტის ერთ-ერთი შემოსავალი, არც ერთი მოგება არ ფარავს ადამიანის სიცოცხლეს", - აცხადებენ ვატიკანში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



12 საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ავღანელმა ძალოვნებმა სასტუმროზე თავდამსხმელები გაანადგურეს
აშშ-ში 31 წლის ქართველი ექიმი მოკლეს
ჩაბუქის ადვოკატების სარჩელს სააპელაციო სასამართლო ხვალ განიხილავს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics