16:04 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 16:23:51, 2088 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ლიპარტია: გამარჯვების შემდეგ, სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობას ერთად შევუდგებით

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ სოფელ ტაბაწყურის ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. 

ადგილობრივებთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ნინოწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანიც ესწრებოდნენ, მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. 

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტაბაწყურში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართეთ, სადაც სოფელში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ და შემდგომში საქმეს ყველანი ერთად შევუდგებით, რათა სოფლებში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ. 

ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერობის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

„მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. ადგილობრივებისგან მხარდაჭერა მივიღეთ. ლევან ლიპარტია კი, მათ გამარჯვების შემთხვევაში, სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics