17:09 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 16:16:57, 1965 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორიამ RSM-ის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში  RSM-ის („მტკიცე მხარდაჭერის“ მისია) ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

ნატოს შტაბ-ბინაში RSM-ის ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს, თუ როგორ გახდეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა.

ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო 2018 წელს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სანდო პარტნიორია და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული რჩება.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილი კიდევ ერთხელ ხაზგამით აღინიშნა და ქართველი ხალხის, ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, RSM-ის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა. 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics