23:51 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 15:20:37, 1736 ნახვა

კომენტარი
ტანგიაშვილი: რუსული პროპაგანდის მიერ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს უვიზო მიმოსვლას მალე შეუჩერებენ

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველის  ნოდარ ტანგიაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურების დარღვევების საერთო რაოდენობის ნახევარი, სავარაუდოდ,  უკანონო მიგრაციას არ უკავშირდება.

შესაბამისად, ტანგიაშვილის ინფორმაციით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც  90-დღიან ვადაში არ ჩაეტია, რეალურად 9 000-ზე ბევრად ნაკლებია. ნოდარ ტანგიაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საპოლიციო მიმართულებით ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და ვითარება საგანგაშო არ არის.

ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროის მდგომარეობით, უვიზო რეჟიმით 160 000-მა  მოქალაქემ ისარგებლა,  საქართველოს 400-მდე მოქალაქე უკან გამოაბრუნეს, ხოლო 9 000 ადამიანი(ტანგიაშვილის თქმით, რეალური მაჩვენებელი ამის ნახევარი, ან უფრო ნაკლებია) 90-იან ვადაში არ ჩაეტია.

„იმ ადამიანებიდან,  რომლებმაც 90-იანი ვადა დაარღვიეს, ნახევარი, სავარაუდოდ, არ უკავშირდება უკანონო მიგრაციას. შესაბამისად, რეალური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია და ამ მხრივ.  ზოგია მესამე ქვეყანაში  გადასული, ზოგმა გააგრძელა კანონიერი ყოფნა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ზოგი არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე. აქედან გამომდინარე,  არ არის საგანგაშო ვითარება, აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საპოლიციო მიმართულებით ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, რაც არის გარანტი იმისა, რომ მიუხედავად არსებული რისკებისა, ეს რისკები არ არის მაღალი.

რამდენიმე ქვეყანა რჩება, სადაც საქართველო ტოპ ხუთეულშია კრიმინალის მხრივ არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ოცეულში შედის, ანუ საკმაოდ დაბლა. მაგალითად, ავსტრიაში იყო მაღალზე და შემცირდა, მთლიანი მაჩვენებელი ისაა, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის პრობლემა, მაგრამ  საგანგაშო მდგომარეობა არაა, რადგან შსს აქტიურად მუშაობს“,-განაცხადა აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველმა ნოდარ ტანგიაშვილმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, ნოდარ ტანგიაშვილის განმარტებით, ხშირია რუსული პროპაგანდის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, გამოწვევაა თავშესაფართა მაძიებლების მაღალი მაჩვენებელი და ორგანიზებული დანაშაული:

„ მათ შორის რუსული პროპაგანდის მიერ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მალე შეუჩერებენ უვიზო მიმოსვლას, რომ თითოქოს ყოველი მეათე ქართველი რჩება ევროკავშირში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე გამოწვევაა ის, რომ მაინც მაღალი მაჩვენებელია თავშესაფართა მაძიებლების, 95%- ს უარი ეთქმევათ, რადგან არ აქვთ რეალური საფუძველი, ასევე გამოწვევად რჩება ორგანიზებული დანაშაული და გამოწვევაა ის, რომ ინფორმაცია პროაქტიულ რეჟიმში კვლავაც უნდა მიეწოდოს მოსახლეობას“,-აღნიშნა ნოდარ ტანგიაშვილმა.

რაც შეეხება გამოსავალს, ტანგიაშვილის აზრით, საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპი უფრო მეტად აქცენტირებული უნდა იყოს არა იმაზე, თუ რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა, არამედ რისკებსა და მოსახლეობის დარწმუნებაზე, რომ უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებას არ შეეცადონ:

„კამპანია აქცენტირებული უნდა იყოს იმაზე,  რას გულისხმობს თავშესაფრის მაძიებლობა, რა შემთხვევაში მისცემენ მოქალაქეს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს, აგრეთვე უკანონო  მიგრაციის რისკებთან დაკავშირებით, ანუ კამპანია უფრო მეტად უნდა მოერგოს არა იმაზე, უვიზო მიმოსვლა რას გულისხმობს, არამედ იმაზე, რა რისკები არსებობს და მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ არ ეცადონ უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებას“,-აღნიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველმა  ნოდარ ტანგიაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics