10:07 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 12:31:34, 1829 ნახვა

სამართალი
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ოჯახის წევრებმა „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან მამაკაცზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ.

გარდაცვლილის და აცხადებს, რომ ამირან კვირიკაშვილი ჯართს აგროვებდა და ამ საკითხზე ის ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში  რამდენჯერმე დაიბარეს.

 „პირადად მე მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. ისეთი იყო, რომ მათ ვერაფერს დაუშავებდა ისევ დაუშავა მის თავს. ერთადერთი ჩემი მოთხოვნაა რომ არ ვნახო ჩემს ჭიშკართან არანაირი პოლიცია და მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს უმშობლოდ, ამოიღონ ის საბუთი და მაჩვენონ რაზე მოაწერინეს ხელი. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს გარდაცვლილის დამ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics