18:36 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 20:12:55, 1262 ნახვა

სხვადასხვა
საყდრისის მიდამოებში შესაძლოა კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო არსებობდეს

საყდრისის მიდამოებში შესაძლოა კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო არსებობდეს. ამის შესახებ განცხადებას  საზოგადოებრივი გაერთიანება"საყდრისის კომიტეტი - კულტურული მემკვიდრეობისთვის"ავრცელებს.

 მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს  '  საყდრისის კომიტეტს"  მიაწოდეს ინფორმაცია  საყდრისის კარიერის მიმდებარედ( კარიერი - საყდრისი2) ძველი გამონამუშევრების კვალის სავარაუდო  არსებობის შესახებ. რის შემდეგაც კომიტეტმა ოქროს გადამამუშავებელ კომპანია ' არემჯ გოლდს" ტერიტორიაზე დაშვება  მოსთხოვა.

 " კომპანიას  უარი არ უთქვამს  რადგან  ფიქრობდნენ  რომ ჩვენ ვსაუბრობდით  საყდრისი- 2 ზე არსებულ საბჭოური ხანის გვირაბზე. მიუხედავად იმისა რომ   ტერიტორიაზე კომპანიის თანამშრომლები წუთით არ გვტოვებდნენ. ჩვენ   მოვახერხეთ და ფოტოები გადავუღეთ   რამდენიმე "საეჭვო" ადგილს. ფოტოების გადაგზავნის შემდეგ  სამთო არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ გვითხრა რომ ერთ- ერთი სავარაუდოდ იყო ისტორიული შტოლნა- ამბობს საყდრისის კომიტეტის წევრი  დათო გულბანი.

 კომიტეტმა ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიაწოდა  და ადგილზე არქეოლოგის გაგზავნა მოითხოვა. შტოლნასთან მისასვლელი გზა უსაფრთხო არ აღმოჩნდა რის გამოც   არქეოლოგმა ობიექტის  დათვალიერება ვერ მოახერხა.  კომიტეტის  მიმართვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "არემჯი გოლდისგან"  მოითხოვა  საკითხის საბოლოო შესწავლამდე  კომპანიას აღნიშნულ უბანზე სამუშაოები არ გაეახლებინა.ამასობაში  ტომას შტოლნერმა რომელიც საყდრისის  ისტორიულ მაღაროს წლების განმავლობაში იკვლევდა  ფოტოზე დაკვირვებით დაგვიდასტურა რომ  ერთ ერთი  მართალაც შეიძლებოდა ყოფილიყო ისტორიული შტოლნა.

 საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით  კულტურული მემკვიდროების სააგენტოს  გარდა  პროცესში  ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრიც ჩაერთო.

 7 ნოემბერს 12 საათზე  საყდრისის კომიტეტის წევრები   არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე,  არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ მახარაძე  და კულუტურული მემკვიდროების სააგენტოს არქეოლოგები საყდრისში ჩასვლას  და   შტოლნის დათვალიერებას გეგმავენ.

 კომპანია ' არემჯი გოლდი" თანახმაა   ჯგუფს სამუშაო ტექნიკით  დაეხმაროს რადგან შტოლნამდე მისასვლელი  გზა გასაწმენდია და  შესაბამისად არქეოლოგებს ადგილზე მისვლა გაუჭირდებათ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics