18:23 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 16:47:30, 4780 ნახვა

Lifestyle
არქიტექტურისა და მოდის თვალსაზრისით, 2017 წლის ყველა ელეგანტური ქალაქები დასახელდა

მსოფლიოს არქიტექტურისა და მოდის თვალსაზრისით 2017 წლის ყველაზე ელეგანტური ქალაქები დასახელდა, - ამის შესახებ Zalando იუწყება.

შესაბამისი რეიტინგი თვითონ ონლაინ პლატფორმა Zalando-მ შეადგინა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქების შერჩევა 9 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა. კერძოდ რეიტინგის შედეგების დროს, ყურადღება მიაქციეს ქალაქების არქიტექტურას, ქუჩების სისუფთავეს, მოდას, და სატრანსპორტო უზრუნველყოფას. სულ რეიტინგში 80 ქალაქია შესული. რეიტინგის შედგენაში 5 ათასამდე ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით იმოგზაურეს.

"ჩვენ ვიცით, რომ ელეგანტურობას ვერ იყიდი და დიდ ფულს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოხდენილობის მცნება რთულად დასაკონკრეტებელია, თუმცა როდესაც ტენდენციები იცვლება, ჭეშმარიტი ელეგანტურობა არასდროს გადის მოდიდან. ელეგანტურობა არის გემოვნების, დამოკიდებულების და ადამიანის საუკეთესო მხარის მაჩვენებელი. ელეგანტურობის საიდუმლო შესაძლოა 2-ევროიანს შარფშიც, ლამაზ პარკში გამართულ პიკნიკში და კარგი წითელი ღვინის ჭიქაშიც გამოიხატოს", - ამბობენ გამოცემაში.

რეიტინგის შედგენის დროს, ქალაქებმა 9 სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი ქულები მიიღეს. ამის შემდეგ მიღებული ნიშნები შეჯამდა და ქალაქმა საბოლოო ქულა მიიღო.

პირველი ადგილი ყველაზე ელეგანტური ქალაქების სიაში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზს ერგო. მეორე ადგილს ლონდონი, ხოლო მესამეს ვენა იკავებენ.

დარჩენილი ადგილები ასე გადანაწილდა: მე-4 ადგილი - ვენეცია, მე-5 ადგილი - ფლორენცია, მე-6 ადგილი - ბარსელონა, მე-7 ადგილი - ნიუ-იორკი, მე-8 ადგილი - ბორდო, მე-9 ადგილი - მილანი, მე-10 ადგილი - რომი. ბოლო მე-80 ადგილს სტამბოლი იკავებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics