2017-10-30 13:51:41, 5016 ნახვა
Lifestyle
კევინ სპეისიმ აღიარა, რომ გეია
ჰოლივუდის ოსკაროსანმა მსახიობმა კევინ სპეისიმ საკუთარი ორიენტაციის შესახებ განცხადება გააკეთა. მსახიობმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: "დიდი ხნის განმავლობაში მე მქონდა ურთიერთობები როგორც კაცებთან, აგრეთვე ქალებთან. დღეს ვამბობ, რომ მე გეი ვარ". "ოსკარის" ორგზის ლაურეატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალ BuzzFeed-ში სტატია დაიბეჭდა, რომელშიც მსახიობი ენტონი რეპმა მასზე სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. რეპის მტკიცებით 1986 წელს სპეისიმ ის საკუთარ წვეულებაზე დაპატიჟა და იქ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება ეცადა. აღსანიშნავია, რომ რეპი მაშინ 14 წლის იყო. სპეისი ამტკიცებს, რომ მას ეს შემთხვევა არ ახსოვს: "თუ ეს ნამდვილად ასე იყო, მე ბოდიშს ვთხოვ მას", - უთხრა მსახიობმა ჟურნალისტებს ბრალდებების მოსმენის შემდეგ. კევინ სპეისს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასოდეს უსაუბრია , სწორედ ეს ჩაკეტილობა პერსონის ირგვლივ წლების მანძილზე გარკვეულ ჭორებს ბადებდა. კევინ სპეისი არის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. გაზიარდა კალიფორნიაში. მოღვაწეობა დაიწყო თეატრში 1980-იან წლებში. 2003 წლიდან არის ლონდონის თეატრ ოლდ ვიკის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წლიდან ასრულებს ფრენკ ანდერვუდის როლს Netflix-ის პოლიტიკურ დრამატულ სერიალში ბანქოს სახლი. ამ როლისთვის მას მიღებული აქვს ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მსახიობს სატელევიზიო დრამატულ ფილმში ავტორი: , „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|