10:38 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 19:33:30, 2010 ნახვა

პოლიტიკა
ვის აქვს არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. კენჭისყრის დღეს 3 634 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;  

ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;

შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელს;

რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);

რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი);

მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს);

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს:

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს უფლება არ აქვს:

ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics