2017-10-20 19:25:12, 1897 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: იუსტიციის საბჭომ კონსტიტუციით გაზრდილი პასუხისმგებლობა პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. კოჟორიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით იუსტიციის საბჭოსათვის გაზრდილი უფლებამოსილებები ამ უწყებამ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს და არა ახალი პრობლემების შესაქმნელად. "წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოება ინფორმირებულია, თუ რა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ კონსტიტუციურ ორგანოს უზრდის უფლებამოსილებას და შესაბამისად, მას უნდა გაეზარდოს პასუხისმგებლობა. და იმის ნაცვლად, რომ ეს გაზრდილი პასუხისმგებლობა გამოყენებულ იყოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, ჩვენ ვხედავთ ახალ პრობლემებს. უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი, რომ თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებს თავის პროფესიულ ვალდებულებას, არის მსხვერპლი უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების. ცხადია, ეს არის შემაშფოთებელი. ალბათ აუცილებელია, რომ ყველა იმას, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე. აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ორგანოზე, გაიხსნას მისი სხდომები და იქ, სადაც შესაძლებელია საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაესწროს სხდომებს, მოისმინოს იქ მიმდინარე პრობლემები და იყოს მეტი საჯაროობა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. ავტორი: , |
ომი უკრაინაშიზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|