16:38 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 18:49:15, 1759 ნახვა

საზოგადოება
სამაგალითოა საქართველოსთან დამყარებული პარტნიორობა - გერმანიის პოლიცია საქართველოს შსს-ს შესახებ

გამოცემა „Westerwälder Zeitung“-მა გამოაქვეყნა სტატია გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სათაურით - „ძარცვის რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო“.

სტატიაში ნათქვამია: „ფედერალურ მიწას სურს, გააძლიეროს ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან. სამაგალითოა საქართველოსთან 2016 წელს დამყარებული პარტნიორობა. ცენტრალურ ანალიტიკურ სამსახურს შეუძლია, მრავალფეროვანი ინფორმაცია ერთად შეკრიბოს, - ამბობს ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, - ასე უფრო ადვილია დამნაშავის იდენტიფიცირება, რადგან მათ 70%-ს მანამდე უკვე ჰქონდა შეხება პოლიციასთან.

საქართველოს უწყებებთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა მოგვეცა,  მოგვეხდინა ოცკაციანი სიის იდენტიფიცირება, რომელიც დანაშაულის მრავალჯერ  ჩამდენ პირებს მოიცავდა. მათგან 13 პირი უკვე პატიმრობაში იმყოფება. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული თითქმის განახევრდა. ამჟამად, გამომძიებლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი წარმატება ექნებათ სხვა ქვეყნებთანაც, მაგალითად, რუმინეთთან“.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics