19:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 18:48:40, 2035 ნახვა

ეკონომიკა
„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ ქუთაისში - „საბას“ უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები რეგიონებშიც იხსნება

ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ უფასო ბიბლიოთეკები ქუთაისშიც გაიხსნა.

თბილისის შემდეგ, ქუთაისი მეორე ქალაქია, სადაც პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ განხორციელდა.

ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შესაძლებლობას აძლევს, 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღოს საჩუქრად.

„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში - პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკები.

ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით.

 ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი.

სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ქუთაისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც ქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ პროექტია, რომელიც ქუთაისში პრეზიდენტის ფონდის და ქუთაისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics