09:08 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 14:33:17, 1691 ნახვა

საზოგადოება
„წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა“ - არასამთავრობოების შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება წარმოადგინეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო.

„2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 22 აგვისტოს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო. განსაკუთრებულად აქტიური წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამოიკვეთა. დედაქალაქის მერობის ძირითადი კანდიდატები საზოგადოებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე იყო ცნობილი და მათი კამპანია შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა“,-ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ძალადობრივ ინციდენტებს მასიური სახე არ ჰქონია, მაგრამ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა.

„კვლავ პრობლემურად რჩება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია. რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის შემთხვევებს, მათ შორის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ. ამომრჩევლის მოსყიდვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ არ გამხდარა ცნობილი“,-აღნიშნულია არასამთავრობოების წინასაარჩევნო გარემოს  ერთობლივ შეფასებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics