09:48 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 12:49:21, 1588 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ზაზა ხუციშვილმა გარკვეულწილად უპასუხა იმ სულელურ გამოხტომას, რაც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იყო

„ზაზა ხუციშვილმა გარკვეულწილად უპასუხა იმ სულელურ გამოხტომას, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, გვარი არ მინდა დავასახელო", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ თავდასხმას.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა საკითხი იქნება გამოძიებული.

"ზაზა ხუციშვილმა გარკვეულწილად უპასუხა იმ სულელურ გამოხტომას, რაც მოახდინა "ნაციონალური მოძრაობის“ მხარემ, გვარი არ მინდა დავასახელო. რაღაც ყოვლად გაუგონარ თემას სთავაზობს საზოგადოებას. თქვა, რომ რაღაც შიდა დაპირისპირებები იყო. ასე მგონია, რომ ყველა პოლიტიკოსმა და თითოეულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს გამოძიების მიმდინარეობის გარკვეული პოლიტიკური თემებით დატვირთვისგან. ყველა საკითხი იქნება გამოძიებული, როგორც შს მინისტრმა განაცხადა და ეს იქნება კომპეტენტური პასუხი. იქამდე სანამ ეს პასუხი არ იქნება თავი უნდა შევიკავოთ ყველაფრისგან. უცხოელები ერიდებიან ამ თემის ასეთ წარმოჩენას და ჩვენ შიგნით, ამ ქვეყნის პატრიოტებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ასეთი ფაქტი არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდგომ, ჩრდილს აყენებს საზოგადოებას. სამწუხაროდ კრიმინალური მოვლენები ქვეყანაში ხდება და არა მარტო საქართველოში", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს ხედავს.

შეგახსენებთ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics