03:13 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 02:15:43, 2350 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: მომხდარს ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში

"მომხდარს ნუ  განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მარნეულში განაცხადა, სადაც "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი  ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.

"მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ  პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას.  განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან. დილისთვის ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც  ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გიორგი  მღებრიშვილმა. 

მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან ინციდენტი მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი, დაჭრილები მარნეულში “ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics