14:17 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 18:08:01, 3293 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ავლაბრის რეზიდენციაში სპეციალურ ბრიფინგზე  გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის  თქმით, ეს არ არის ის დოკუმენტი, რომლის მიღებასაც ისურვებდა, თუმცა  სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მზადაა, ხელი მოაწეროს მას.

„როგორც მოგეხსენებთ, ერთი წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის  მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. იმას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში "ქართული ოცნება" ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო, ის რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი, იმისათვის რომ იყოს, თავიდან აცილებული დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობა სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. მთელ ამ პროცესში გვსურდა, რომ ევროპული სტანდარტი დაგვემკვიდრებინა. იყო მეორე სტანდარტიც - "ქართული ოცნების", რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა, ის როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი ნაბიჯით მინდა განხილულ იქნას როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან გამომდინარე და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს მინდა მოუწოდა საზოგადოებას, რომ უფრო გააქტიურდეს, გახდეს უფრო ძლიერი, მუშა და დემოკრატიული პროცესების განვითარების ნაწილი. ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პრეზიდენტის ვეტო  13 ოქტომბერს დაძლია და დოკუმენტი ხელმოსაწერად კვლავ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics