19:31 - 13 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 10:45:09, 1968 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საქართველოში, მათ შორის ევროპული დღის წესრიგით, მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე,  საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მომავალ ხედვასა და პერსპექტივებზე, ასევე  მინისტრი ევროპარლამენტარებს  გააცნობს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო განვითარებების შესახებ.

“აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის  10 ოქტომბერს კენჭი უყარა ანგარიშს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს უკავშირდება და  მნიშვნელოვან  გზავნილებს შეიცავს საქართველოს და სხვა ასოცირებული  პარტნიორების ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან და ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან.  მინისტრი ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიას გამართავს კარნეგის ცენტრში სხვადასხვა  აკადემიური წრეების წამყვან ექსპერტებთან”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics