09:56 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 15:59:33, 1852 ნახვა

კომენტარი
ძიძიგური: გოცირიძეს სააკაშვილის პასპორტზე დავაფიცებდი, მართლა ფიქრობს, რომ მას+სერვანტესი 2 იქნება?!

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრი ზვიად ძიძიგური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ რომან გოცირიძეს ურჩევს, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

ძიძიგური გოცირიძის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც ის ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი სინამდვილეში ერთპარტიულია და არავითარი 5 პარტიის მხარდაჭერა მას არ აქვს.

კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით „ქართული ოცნების“ გარდა  წარმოდგენილია  4 პარტია - „სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „საქართველოს მწვანეთა პარტია“, „ პოლიტიკური გაერთიანება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". რომან გოცირიძის თქმით, „ქუჩაში მიმავალი სერვანტესი და მის გვერდით მიმავალი  5 პარტიის თავმჯდომარე, თუ წევრი, 5 არ არის“.

„ესაა დოკუმენტი, რომელსაც არ ჰყავს მხარდამჭერი, გარდა ერთადერთი პარტიისა, რომლებიც დღეს გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე არა ერთი, 5 ყოფილან. 1+1 არ არის ყოველთვის 2.მათემატიკურად კიარა, თუ გურამ დოჩანაშვილს დავესესხებით, როდესაც ის ამბობდა, რომ ქუჩაში მიმავალი ერთი კაცი და ის ერთი თუ სერვანტესია, მას დამატებული მეორე,  არ იქნება უკვე ორი. ქუჩაში მიმავალი სერვანტესი და მის გვერდით მიმავალი მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე, მის გვერდით მიმავალი მრეწველთა პარტიის თავმჯდომარე და ყველა 5 პარტიის თავმჯდომარე, თუ წევრი, არ არის 5,  არის ერთი პარტია. ერთი ადამიანის მორჩილი პარტია და იმ ადამიანის მიერ შექმნილი კონსტიტუციის დამკანონებელი თქვენი პულტების სახით“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ერთმანეთის შეურაცხყოფა  კვალიფიკაციის მაჩვენებელი არაა:

„ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფებს არ მიმაჩნია, რომ ეს არის კვალიფიკაციის მაჩვენებელი. გამოდის აქ ჩემი კოლეგა რომან გოცირიძე- სერვანტესს რომ მიუმატო ძიძიგური, არ იქნება ორი, გოცირიძეს  თუ მიუმატებ ხომ იქნება ორი არა?! როგორ შეიძლება ასე საკითხის დაყენება, როგორ შეიძლება ასე დაამცირო შენი საკუთარი კოლეგა. არ არის ეს სწორი. სამწუხაროდ, აქ არ არის, თორემ დავაფიცებდი,  მართლა  ფიქრობს, რომ გოცირიძეს +სერვანტესი ორი იქნება?! თუ ასე ფიქრობს, სააკაშვილის პასპორტზე დავაფიცებდი, მართალია თუ არა, ან მის მოქალაქეობაზე. საერთოდ მე მრცხვენია, არ მიხარია ის რა მდგომარეობაშიცაა, 9 წელი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ნამდვილად მრცხვენია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც 9 წელი იყო ამ ქვეყნის ლიდერი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას წიხლი კრა“,-აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს განახლდება
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics