03:24 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 15:11:13, 1783 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის შესახებ მზად ვართ, კონსულტაციები გავაგრძელოთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, კონსტიტუციაში  რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის შესახებ კონსულტაციები გააგრძელოს და დოკუმენტში ახალი რედაქცია აისახოს.

თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისია შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგება დოკუმენტის ტექსტში  სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას.

კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისია  მხარს უჭერს მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი  შეიძლება  იყოს:

 „რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით , მე მქონდა პირადად კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, ისინი შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებიან  სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას დოკუმენტის ტექსტში, ესაა მათი პოზიცია, უბრალოდ, გამომდინარე იქედან, რომ სხვა რამე წერია ევროპულ კონვენციაში, ამის გამო არის მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა, თორემ ზოგადად იმ მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეიძლება  იყოს საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის,   ემხრობიან და მხარს უჭერენ. გვექნება დამატებითი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ახალი რედაქცია აისახება იმ დოკუმენტში, რომლის ინიცირებაც მოხდება“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა,  რ ომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში რწმენის თავისუფლება გამოიყენებოდა საბაბად იმისა, რომ მომხდარიყო საერთაშორისო ტერორისტული  ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება.

„200  ადამიანის რეკრუტირება მოხდა რწმენის თავისუფლების საბაბით. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა  კონსტიტუციის შესაბამის მუხლში, თუმცა მზად ვართ, განვაგრძოთ კონსულტაციები და ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია იმ მუხლის, რომელიც რწმენის თავისუფლებას ეხება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics