17:41 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 15:05:04, 2168 ნახვა

მსოფლიო
იუნკერი: კატალონიის დამოუკიდებლობამ შესაძლოა, მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ სხვებსაც უბიძგოს

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თუ კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, შესაძლოა სხვა რეგიონებმაც გამოთქვან ამის სურვილი.

იუნკერის შეფასებით, თუ ასეთი პოლიტიკა ჩამოყალიბდა, ევროკავშირის მართვა გართულდება.

"თუ კატალონიას სურს იყოს დამოუკიდებელი, შესაძლოა იგივე სურვილით სხვა ხალხიც გამოვიდეს. მე ეს ძალიან არ მომწონს. თუ ასე მოხდება, მაშინ ევროკავშირის მართვა გართულდება. შეშფოთებული ვარ კატალონიაში შექმნილი სიტუაციის, თუმცა აქ არავინ არავის ესვრის, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა ლუქსემბურგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. მას დამოუკიდებლობა ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics