10:20 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 13:32:09, 1916 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ.

საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

შეხვედრას, ასევე დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში მისი ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით.  

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს,  სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მაკროეკონომიკური პარამეტრები, აგრეთვე სამომავლო პროგრამები.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics