2017-10-13 12:45:07, 1909 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: „ოცნებაში“ შემავალი 5 პარტია რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი, ივანიშვილის 7 მილიარდის გარეშე კი, ნული
„აქ ჩვენ გვესმოდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთი კი არა, ხუთი პარტია ყოფილა. ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი, ივანიშვილის 7 მილიარდის გარეშე კი ნული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. „ვეთანხმები შეფასებას, რომ ეს არის საერთო სახალხო მოტივით მიღებული შენიშვნები, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია, გარდა ერთადერთი პარტიისა. აქ ჩვენ გვესმოდა, რომ ერთი კი არა, ხუთი ყოფილან. მგონი დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაკითხული, როცა ამბობს, რომ ერთ პლიუს ერთი, ყოველთვის არ არის ორი. წარმოვიდგინოთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც ქვია სერვანტესი და გვერდით კიდე მიდის მეორე და მესამე მოქალაქე რომელსაც ქვია, მწვანეთა პარტია, მრეწველთა პარტია და მათი ლიდერი, იმ ერთს მიმატებული ერთი იქნება ორი ? ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. ამიტომ, გეთანხმებით, რომ ამ შენიშვნების უკან დგას დანარჩენი ყველა. ეს ერთიც კი არ არის ერთი, რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული. ამიტომ, როდესაც აქ იყო საუბარი, რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს ის პარტიები, თქვენი მხარდაჭერის პროცენტი 7 მილიარდის გარეშე იქნება ნული“, - განაცხადა რომან გოცირიძე. ავტორი: , მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|