23:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 12:36:10, 1785 ნახვა

კომენტარი
სოფიო კილაძე: პრეზიდენტი საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს გვთავაზობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის  სოფიო კილაძის შეფასებით,  პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენით მმართველ გუნდს არა გამოსავალს, არამედ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს სთავაზობს.

„თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტი გვთავაზობს გამოსავალს არასახარბიელო მდგომარეობიდან. მე მგონია, რომ პრეზიდენტი გვთავაზობს საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს. ერთ-ერთ  შენიშვნად წარმოდგენილი გაქვთ აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ი საკითხი. პოლონეთის კონსტიტუციის 53-ე მუხლში სახელმწიფო  უსაფრთხოება არის სწორედ რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთ შეზღუდვად წარმოდგენილი. ასევე გვაქვს ბულგარეთში, კვიპროსში, ეს სამი ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი,  სადაც არ არის შეზღუდვის ეს საფუძველი პრობლემა. რატომ არის ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის პრობლემა. როგორ გინდათ ქართულ  საზოგადოებას აუხსნათ, რომ ის პირი, თუ ორგანიზაცია,  რომელიც რელიგიას იყენებს საფარქვეშ იმისთვის, რომ განახორციელოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეს არის რელიგიის თავისუფლება და ეს ადამიანები დაცული უნდა იყვნენ“,-მიმართა სოფიო კილაძემ  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს, რომელიც დეპუტატებს რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს შანსი, ახალი ტიპის პოლიტიკური ერთობა  შექმნას.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან არის მცდელობა,  „ქართული ოცნების“ მიერ,  ერთპარტიულად მიღებულ კონსტიტუციას, მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის ელფერი შესძინოს. ამიტომ, დოლიძის განმარტებით,  პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მხარდაჭერის შემთხვევაში, კონსტიტუცია  ერთპარტიული კუთვნილებიდან , მთელი პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად გადაიქცევა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics