20:14 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 12:19:50, 2102 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარმა კალიფორნიის შტატში 3500 ობიექტი გაანადგურა. ხანძრის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ცნობით, სტიქიის გამო რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  ამჟამად მეხანძრეები ხანძრის 22 ძლიერ კერას ებრძვიან

სონომას შერიფის განცხადებით, 380 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

როგორც BBC წერს, 91 ათასზე მეტი ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ მონაცემებს CNN ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დაკარგულად 600 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი კალიფორნიის შტატში კვირას გაჩნდა. წინასწარი ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სიცხეა. სპეციალისტების თქმით, რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ უწვიმია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics