19:54 - 20 Oct, 2017
2017-10-13 11:03:58, 145 ნახვა
მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლოს მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ  განმცხადებაშია აღნიშნული, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში, ორი  პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. 
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე,  დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც  მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ. - ს და ლ.ზ. - ს მკვლელობა. 
 სამართალდამცველებმა მ.ზ. 2017 წლის 09 აპრილს  დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  111 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. 
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია განცხადებაში. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ამოქმედდება
მმართველი გუნდი ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის სავარაუდო ვერსიებზე არ საუბრობს
ყიზილაჯლოში დაჭრილი 4 პირიდან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics