04:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 09:51:37, 1937 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები ყველასთვის ხელშესახები იქნება

„არსებული ბიუჯეტით შეუძლებელი იქნება ქალაქის განვითარებაზე ფიქრი, ამიტომ საჭიროა დამატებითი ინვესტიციების შემოტანა“,-ამის შესახებ   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრისას განაცხადა. 
მისი თქმით, აუცილებელია ქალაქის მერს ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს დამატებითი სახსრების მოზიდვა და დაგეგმილი პროექტების განხორციელება. 
„კარგად მესმის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, თუმცა იმის ამბიცია გამაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები  და რეფორმები იყოს ყველასთვის ხელშესახები“ - აღნიშნა კახა კალაძემ და ხაზი ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარების აუცილებლობას გაუსვა. 
თბილისის მერობის კანდიდატმა ვაკისა და ვარკეთილის ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც  ითვალისწინებს ურბანულ  განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.
შეხვედრებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის დეპუტატები - ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი და მარიამ ჯაში, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი დოხტურიშვილი, რევაზ სოხაძე და გიორგი ტყემალაძე ესწრებოდნენ. 


(NS) 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics