02:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 21:00:28, 1955 ნახვა

კომენტარი
დოლიძე: მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შეაფასა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხისგან შედგება, აქედან 5 საკითხი, ან ,,ქართული ოცნების'' ინიციატივაა, ან ,,ქართული ოცნების'' მიერ ვენეციის კომისიის წინაშე აღებული ვალდებულება.

,,შენიშვნებში ერთი საკითხი -  პრეზიდენტის არჩევის წესი -  ის საკითხია, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მომავლისთვის, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე გადაედო. ეს 6 პუნქტი, რომელებიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიის. აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და, რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, 
დღეს უმრავლესობის წევრების მხრიდან ანა დოლიძისადმი პირად შეურაცხყოფებს ისმედნენ, რაც მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა.

"მიუხედავად იმისა, რომ იგი მაქსიმალურად ცდილობდა იურიდიული არგუმენტებით, პოლიტიკური არგუმენტებით დაერწმუნებინა უმრავლესობა კონსტიტუციის მნიშვნელობაში და აი ამ სახალხო დოკუმენტის ფართო კონსენსუსით მიღების მნიშვნელობაში. სამწუხაროდ, ამის პასუხად ანა  დოლიძე იღებდა პირად შეურაცხყოფებს", - დასძინა აბაშიშვილმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics