18:37 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 19:46:17, 1988 ნახვა

პოლიტიკა
GDSC- ზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

საერთაშორისო ფორუმის მესამე პანელი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების განხილვას დაეთმო. მონაწილეებმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებისა და მასთან გამკლავების მექანიზმებზე იმსჯელეს.
 
ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას გერმანიის მარშალის ფონდის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უფროსი მკვლევარი ბრუნო ლეტე უძღვებოდა.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰიბრიდული საფრთხეების საკითხთა ელჩის ეიტვიდას ბაიარუნასის აზრით, ჰიბრიდულ ომში არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ ის რუსეთს ოფიციალურ დონეზე აქვს დეკლარირებული „გერასიმოვის დოქტრინის“ სახით. მისი განცხადებით, რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ დასავლურ ღირებულებებს - დემოკრატიას და ინტერნეტ თავისუფლებას იყენებს, რადიკალურ პარტიებს აფინანსებს და ინტერენეტს დეზინფორმაციის კამპანიებისთვის იყენებს.
 
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იაკუბ ლანდოვსკიმ სხვადასხვა ჰიბრიდული ომის მსგავსი ნიშნები მიმოიხილა, როგორიცაა ქმედების უარყოფა და საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დაბნეულობის ხელშეწყობა. მისი მტკიცებით, ჰიბრიდული ომის პასუხი მდგრადობაა.
 
 
„რადიო თავისუფლების“ ბლოგერმა ბრაიან ვითმორმა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდები გაანალიზა: „მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის იყენებს, რაც წინ უძღვის კონვენციურ ომს, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ კი, ის ჰიბრიდულ ომს კონვენციური ომის მოსამზადებლად არ აწარმოებს.“ სპიკერის აზრით, დროა დასავლეთმა არასამხედრო შეკავების საშუალებებს მეტი ყურადღება დაუთმოს.
 
საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარის ელი ტენენბაუმის განცხადებით, ჰიბრიდულ ომზე საფრანგეთში რეალურად საუბარი ტერორისტული აქტის შემდგომ დაიწყო. მან ისლამური სახელმწიფოს ბრძოლის მეთოდები რუსეთის ქმედებებს შეადარა.

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics