2017-10-12 18:38:05, 1943 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესების საკითხებს. „ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გადაჭრის, რომლითაც ქაოტური განაშენიანება დასრულდება. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, უნდა დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები და ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოებას. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება ტურისტული მარშუტების კონცეფცია. კახა კალაძის თქმით, ასევე, დაგეგმილია მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულ მარშუტებში გათვალისწინებული იქნება. „მუნიციპალიტეტს 9 მუზეუმი აქვს საკუთრებაში, რომლის რეაბილიტაცია გვინდა განვახორციელოთ. მუზეუმები ყველა ქვეყანაში შემოსავლის წყაროა და არ არის დოტაციაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა - არამარტო მუზეუმები, რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ და გავითვალისწინოთ ტურისტულ მიმართულებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრისას, მწუხარება გამოთქვა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქალბატონ ლიკა ქავჯარაძის გარდაცვალებას. მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. დავკარგეთ ულამაზესი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი“ - აღნიშნა კახა კალაძემ. (NS) ავტორი: , პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|