10:35 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 17:01:29, 922 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გააქტიურებისკენ მოწოდება შემაშფოთებელია

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო სამინისტრო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

როგორც ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გააქტიურებისკენ მოწოდება შემაშფოთებელია.

"აფხაზეთის რესპუბლიკაში კარგად ახსოვთ 2008 წლის სამიტის ოთხი თვის შემდეგ როგორ წამოიწყო საქართველომ სისხლიანი ომი სამხრეთ ოსეთთან. რომ არა NATO-ში შესვლის საქართველოს მანიაკალური სურვილი და პარტნიორების მხრიდან ამ სურვილის წახალისება, შეიძლება, სამხრეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა. საქართველოს დასავლური მეგობრები ყველა ძალებით უბიძგებენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ახლო წარსულის გაკვეთილების სწავლა არ სურთ. ვერ აცნობიერებენ, რომ სამხედრო ბლოკში გაწევრიანების წახალისებით, ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებაში აგრესიისა და მოუთმენლობის ზრდას უწყობენ ხელს. საქართველოს და მისი პარტნიორების მიერ იმ საკითხის რეგულარული ტირაჟირება, რომ ტერიტორიების ოკუპაცია ხდება, აზრს მოკლებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებით თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ორ მხარეს შორის ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე გვარდება, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც.

"სამხედრო სფეროში მიღწეული შეთანხმებები მიმართულია იმისკენ, რათა აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს და ეს არ მოქმედებს საქართველოზე. ამასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რათა მსგავსი დოკუმენტების მიღებისას ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს", - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics