20:00 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 14:56:27, 1676 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) საქართველოს წარმომადგნელობა ოფიციალურად გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, მაიკლ გერბა დაესწრნენ. 
უწყების ცნობით,  საერთაშორისო ცენტრის რეგიონალურმა ლიდერმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსუდან მდივანმა, საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 
ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმო კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის განხილვას, ერთობლივ პროექტებსა და საერთო ხედვებს.
 როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეკარტოფილეობა საქართველოში პერსპექტიული დარგია და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. 
წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს.
 საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. 
წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. 
მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.
რამდენიმე წელიწადში სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა ამოქმედდება. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ უკვე ძალაშია და დაწყებულია რამდენიმე ფერმერული მეურნეობის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. 
ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ.
ოფიციალური ნაწილის დასასრულს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, გერჰარდ შაუმბერგერმა  ავტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება წარადგინა. 
 ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“. 
პროექტის ფარგლებში 14 ოქტომბრამდე  ვორქშოფები გაიმართება, რომელსაც დარგის სპეციალისტები და მწარმოებლები დაესწრებიან. 
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსის წინაპირობას 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გახდა. 
მემორანდუმის ფარგლებში ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემატიკაზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
 კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში  რეგიონალური ოფისი გახდება, საიდანაც  ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები დაიფარება, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში დანერგავს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარადგენს ახალ პერსპექტიულ ჯიშებს, აგრეთვე აამაღლებს მეკარტოფილეობის სექტორში მოღვაწე მეცნიერების, ფერმერების და მწარმოებლების ცოდნას.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშირისო საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR) წევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მისივე ინიციატივით 1971 წელს დაარსდა. 
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ითანამშრომლოს პარტნიორებთან სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და გენდერული თანასწორობის დასაცავად, სასოფლო-სამეურნეო კვლევევისა და ინოვაციების განვითარება-დანერგვის გზით.


(NS) 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics