15:45 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 13:19:46, 1673 ნახვა

ეკონომიკა
„თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სწორი პოლიტიკა, მოხმარების შემცირებასთან ერთად, თანხების მობილიზების შესაძლებლობას იძლევა“

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სპეციალურ სესიაში თემაზე „სახელმწიფო ჯანდაცვა და შიდა რესურსების მობილიზაცია“.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუმსიშვილმა სესიის მონაწილეებს თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის შესახებ საქართველოს გამოცდილება და ძირითადი მიღწევები გააცნო.

სესიაზე მთავარი მომხსენებლები მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იყვნენ.

თავის გამოსვლაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში. კერძოდ, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღნიშნული რისკების შემცირების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა.

„მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ პრობლემის გაცილებით კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. საუბარია არა მხოლოდ აქციზის განაკვეთის ზრდასა და სხვა ფისკალურ მეთოდებზე, რომელმაც ქვეყანაში  თამბაქოს მოხმარების შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს, არამედ ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის შეზღუდვა, აღნიშნული პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმ ადგილების შეზღუდვა, სადაც მოწევაა შესაძლებელი და სხვ. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ამ მიმართულებით და მის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. საქართველოს მაგალითის შესახებ ინფორმაციას სესიის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ცნობისთვის, სესია აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

 

(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics