22:30 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 16:14:56, 2267 ნახვა

სამართალი
სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ექიმი დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 4 თებერვალს შპს "უნივერსალი ნოვა კლინიკაში" პაციენტს ქ.კ.-ს ზოგადი ანასთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში მოთავსდა და ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ვ.ა.-ს დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. 19:00 საათზე ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ვ.ა.-ს მიერ, ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის ჩატარების მიზნით გადაწყდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის კათეტერის ჩადგმა, თუმცა მან კათეტერის ჩადგმა ვერ განახორციელა სწორად, რამაც ინტრაპლევრალური სისხლდენა გამოიწვია და განავითარდა პოლიორგანული უკმარისობა.

ვ.ა. უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ქ.კ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდებოდა, რის გამოც პეციენტი ამ მდგომარეობაში, ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე 19:40 საათიდან 01:30 საათამდე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, პაციენტი 5 თებერვალს გადაყვანილ იქნა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიუხედავად გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებებისა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ  მოხერხდა და ქ.კ. 6 თებერვალს 12:45 საათზე  გარდაიცვალა.

2017 წლის 11 აგვისტოს  ვ.ა.-ს წარედგინა ბრალდება სისხლის  სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)  და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 7000 ლარის ოდენობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით შეეფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics