12:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 17:01:32, 3446 ნახვა

საზოგადოება
საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს მიწის ნაკვეთები გადასცა

თბილისის საკრებულომ  დედაქალაქის მერიის მიერ გაგზავნილ განკარგულებებისა და ხელშეკრულებების პროექტებს  მხარი დაუჭირა. შესაბამისად, თბილისის საკრებულომ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს  „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები გადასცა.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად  გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან  არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

საკითხს მხარი  არ დაუჭირა ოპოზიციამ. ასევე მიწის ნაკვეთების ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემა აქციით გააპროტესტეს „მაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრებაც სურდათ, თუმცა არ შეუშვეს.

კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics