23:41 - 15 Dec, 2017
2017-10-04 21:34:44, 302 ნახვა
5 ოქტომბრის ანონსი

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად თემქაზე სპორტული კომპლექსის (აუზები, სპორტული დარბაზები) სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს.

მის: თემქა, 11 მ/რ, 3 კვარტ. 58 კორპ. მიმდებარედ.

11:00 საათზე, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ნაძალადევის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია ერთად დაათვალიერებენ ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 1000 ბენეფიციარზეა გათვლილი.
მის: თემქის XI მ/რ, II კვარტალი.
საკონტაქტო პირი თაკო - 599 89 08 04

12:00 საათზე, "ერთობა ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მარნეულის მერობის კანდიდატს წარადგენს.
მის.: მარნეული, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერი
საკონტაქტო ტელ.: 551 66 25 25

12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. (დღის წესრიგი)
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში ახალი საჯარო ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრებიან.

13:00 საათზე, „მწერალთა სახლში“ ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ლიტერატურული კონკურსის გამოცხადების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი ნინო ბექიშვილი - 593 39 38 66

14:00 საათზე, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრები: გენადი მარგველაშვილი და გუგული მაღრაძე.
თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

14:00 საათზე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო “თბილისი რუმსში” ატარებს საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატ კახი კალაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, არჩილ თალაკვაძესთან.
საკონტაქტო პირი ანა მიქაძე - 574 80 88 06

15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

16:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

18:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრები: გენადი მარგველაშვილი და გუგული მაღრაძე თბილისის საკრებულოში მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფარგლებში ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან.
მის.: თავისუფლების მოედანი N2, თბილისის საკრებულო

18:00 საათზე, თსუ-ში საქართველოს ქირურგთა პირველი საერთაშორისო კლინიკური კონგრესის - „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“ გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მისნისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.
მის.: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

18:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის საკრებულოს შენობაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გადაცემის ცერემონიას დაესწრება.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



16-17 დეკემბერს იუსტიციის სახლის ხიდი გადაიკეტება
კონსტიტუციის მე-18 და მე-15 მუხლებში ცვლილებები შედის
კანონპროექტით, საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება ხდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics